28/11/2024
16:39
პოლიტიკა
“ეს რეზოლუცია არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ივანიშვილის ბანდისგან ბუნდღა აღარ დარჩება - აი, ეს ჟამი და წუთი ახლოვდება.“ - ამის შესახებ “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ არასავალდებულო რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა:
"დღეს, რამდენიმე წუთის წინ ევროპარლამენტმა ისტორიული რეზოლუცია მიიღო, ივანიშვილის, კობახიძის და მთელი ამ ბანდის დასანქცირებაზე, არჩევნების არაღიარებაზე და მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარებაზე. ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი მხარდაჭერაა ქართველი ხალხისა და ქვეყნისთვის. რეზოლუციაში არ არის საუბარი ქვეყნის მიმართ სანქციებსა თუ ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტაზე, რადგან ევროკავშირში იაზრებენ, რომ ქართველი ხალხი ყველანაირად არის საუკეთესოს ღირსი და ის თავისი ცივილიზაციული მენტალობით არ არის რაიმეთი ნაკლები არცერთ ევროპელზე. შესაბამისად, დარტყმები არის მიზნობრივი და ეფექტური. ამიტომ, ეს რეზოლუცია არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, აღნიშნულისათვის საფუძველი ჩაყარა ლეიბორისტულმა პარტიამ 12 წლიანი ბრძოლით. ახლა იქ ვიღაც-ვიღაცები ჩავიდნენ, გაიქცნენ მიტინგიდან ისეთები,რომლებსაც ხმა არ ამოეღებათ და იქ დასხდნენ, იცოდნენ რეზოლუცია გადიოდა და რომ ჩათვლოდათ და ამ ვიღაც-ვიღაცებს ამ ყველაფერზე უნდა ეფიქრათ,მაშინ არჩევნების წინ რომ დაგვხვეტეს, ტელევიზიებში არ შეგვიშვეს, ჩვენი ხსენება მოსპეს თავიანთი ჭკუით და თავზე რომ დაემხოთ თავიანთი შეთქმულება. ლეიბორისტული პარტია და თქვენი მონა-მორჩილი ახლა აქტიურად მუშაობს ვაშინგტონის მიმართულებით, რადგან ალბათ, ყველას კარგად გვესმის, რომ მთავარია, ამერიკის პოზიცია. ივანიშვილის ბანდისგან ბუნდღა აღარ დარჩება - აი, ეს ჟამი და წუთი ახლოვდება.“ - აცხადებს შალვა ნათელაშვილი
0
0