სოფელ კაბალის ერთ-ერთი საარჩევნო უბანი ოცი წუთის დაგვიანებით გაიხსნა
26/10/2024
10:24
არჩევნები 2024
A-
+A
კახეთში საპარლამენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა რეგიონის რამდენიმე უბანზე პროცესი დარღვევით დაიწყო.
მაგალითად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის ერთ-ერთი საარჩევნო უბანი ოცი წუთის დაგვიანებით გაიხსნა.
არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლების განმარტებით, დაგვიანების მიზეზი საორგანიზაციო კუთხით „მოუწესრიგებლობა იყო“. მათივე თქმით, უბანთან ახლოს ადგილი აქვს სპეციალური სიებით ადამიანების მობილიზებას და საარჩევნო კაბინაში ტელეფონის გამოყენების მცდელობას.
მთლიანად კახეთის რეგიონში საარჩევნო უბნები დილის 8 საათიდან გაიხსნა.
რეგიონის მასშტაბით 256 უბანია გახსნილი. ამომრჩეველთა რაოდენობა კი 294 ათასზე მეტია. აქედან 80 უბანზე, არჩევნები ელექტრონული წესით არ ტარდება.
0
0
44
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%