19/09/2024
16:41
პოლიტიკა
ჩემთვის სრული სიურპრიზი აღმოჩნდა ეს განცხადება, რადგან გუშინდელი დღის მონაცემებით ჩვენ გვქონდა პრინციპულ საკითხებზე ერთგვარი შეთანხმება - ასე ეხმაურება ლელოს წევრი საბა ბუაძე გახარია-საქართველოსთვის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, "შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა და მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია".
მისი თქმით, იმედია აღნიშნული განცხადება გაუგებრობა არის და არ გამოხატავს არსებულ სულისკვეთებას, რომელიც შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით არსებობს
,,ეს პროცესი დაიწყო, ეს პროცესი მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ჯერ კიდევ პრეზიდენტის აქტიური მონაწილეობით და სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სრული სიურპრიზი აღმოჩნდა ეს განცხადება, რადგან გუშინდელი დღის მონაცემებით ჩვენ გვქონდა პრინციპულ საკითხებზე ერთგვარი შეთანხმება, არსებობდა ორივე მხრიდან ძალიან გასაგები მოლოდინები, ლელოს შიგნით ამ მოლაპარაკებებს აქვს სრული მხარდაჭერა და ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებას და გახარიას გუნდთან შეთანხმების მიღწევას აქვს სრული მხარდაჭერა ლელოს შიგნით და ამაზე, არის კონსენსუსი ჩვენს გუნდში.
მეტიც, კოალიციის შიგნითაც არის დიდი კეთილგანწყობა, შემიძლია, გავიხსენო იგივე ალეკო ელისაშვილის მიერ გამოთქმული საჯარო პოზიცია, რომელიც მხარს უჭერს ასევე ამ შეთანხმებას და ის, რომ სადღაც ვიღაც წინააღმდეგია, ეს აბსოლუტურად არასწორი ფორმულირებაა საკითხის. ჩვენს კოალიციაში ამ შეთანხმების პრინციპული წინააღმდეგობა არავის არ აქვს.
ჩვენს შიგნით არანაირი პრინციპული წინაამდეგობა არ არსებობდა კოალიციაში და ეს არავის არ განუცხადებია, მეტიც, არსებობდა უბრალოდ კითხვები იმ მნიშვნელოვან და ძალიან მგრძნობიარე პროცესთან მიმართებით, რომელიც მიმდინარეობს და კითხვების არსებობა კოალიციურ პარტნიორებში არის სრულიად მოსალოდნელი და ბუნებრივი რამ.
შესაბამისად, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, ღამე, ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად დამატებითი კომუნიკაციისთვის, რა თქმა უნდა, ამას სჭირდებოდა შესაბამისი დრო, დღეს პრეზიდენტთან შეხვედრა იყო და არის დანიშნული, მამუკა ხაზარძე უკვე წასულია თუ არ ვცდები და შეხვედრამდე ერთი საათით ადრე გამოქვეყნდა ეს [გიორგი გახარიას პარტიის] განცხადება, რომელიც მე ძალიან იმედი მაქვს, რომ არის გაუგებრობა და არ გამოხატავს არსებულ სულისკვეთებას, რომელიც შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით არსებობს, რადგან გვაქვს პრინციპული თანხმობა და პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით მზაობა, რომ ეს შეთანხმება გაფორმდეს პრეზიდენტის მონაწილეობით." - ამბობს ბუაძე
0
0