19/09/2024
23:18
სპორტი
UFC-ის ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქედ, დაღესტნელი მებრძოლი, უმარ ნურმაგომედოვი განიხილება, რომელიც ლეგენდარული ხაბიბის ბიძაშვილია.
მერაბი ამ თემასთან დაკავშირებით "ფეისბუქში" პოსტს აქვეყნებს და იმ უსამართლობაზე წერს, რასაც გადააწყდა. მერაბი ასევე აზიარებს ვიდეოს, რომელიც მას შემდეგ არის გადაღებული, რაც პიოტრ იანი დაამარცხა. ვიდეოში ჩანს, როგორ ულოცავს გამარჯვებას მერაბს უმარ ნურმაგომედოვი.
"ეს იყო პიტერ იანის ბრძოლის შემდეგ. მეგონა, ამ არასწორს მოლოცვა უნდოდა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ჩემი ბრძოლაში გამოწვევა უნდოდა. ასეც მოხდა.
მეორე დღეს UFC-მ ამ ბრძოლაზე კონტრაქტი გამომიგზავნა და ფაქტიურად მიჩალიჩებდა ყველა. რადგან 2 თვეში ისევ უნდა მებრძოლა ურეიტინგო ძლიერ მებრძოლთან მაშინ, როცა ვერც დასვენებას მოვაწრებდი და ვერც მომზადებას ახალი ბრძოლისთვის.
მე ზედიზედ 9 გამარჯვება მქონდა მოპოვებული. რეიტინგშიც N1 ვიყავი. უმარს დიდი ამბიციები და სპორტული უპატივცემულობა ამოძრავებდა ჩემს მიმართ.
ქართველებო, რომ იცოდეთ ეს ბიჭი არასწორია ჩემთან და არ დაუმსახურებია ჩემთან ბრძოლა. თუმცა იმიტომ, რომ ხაბიბის ბიძაშვილია, ამასაც თეთრი ფაფახი აქვს, დაუმარცხებელია, არაბი შეიხებიდან ფინანსური მხარდაჭერა აქვს, რომლებიც ასპონსორებენ UFC-ის.
UFC-იც ხელს უწყობს და შეახვედრეს N 2-ს, რომ რეიტინგზიც კარგად ჩამჯდარიყო. მოკლედ, UFC-ს აწყობს ამის გაჩემპიონება, რადგან ფინანსურად მომგებიანი იქნება ორგანიზაციისთვის. ამიტომ, მზად ვარ ვებრძოლო მას შემდეგი და მივიღო ეგ გამოწვევა.
ამასაც ვასწავლი ჭკუას და პატივისცემას…" - წერს მერაბ დვალიშვილი.
ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალი დაამარცხა და ჩემპიონის ქამარს დაეუფლა.
0
0