12/10/2021
14:45
მსოფლიო
სინგაპურელ მკვლევართა გუნდმა ცდა სინგაპურის ორ საავადმყოფოში ჩაატარა, სადაც კოვიდპაციენტებია მოთავსებული. კვლევამ აჩვენა, რომ მეცნიერების მიერ შექმნილმა საჰაერო მონიტორინგის სისტემამ ჰაერში უფრო მეტი ვირუსული რნმ გამოავლინა (მაქსიმუმ, 6 მ რადიუსზე), ვიდრე PCR-მეთოდით აღებულმა ნიმუშებმა.
„ამ მოწყობილობების საშუალებით ჰაერში არსებული ცოცხალი ვირუსის გამოვლენა ერთგვარი ადრეული გაფრთხილებაა ინფიცირების რისკის შესახებ. კვლევის მიზანიც სწორედ ის იყო, რომ არ დაგვჭირდეს ე.წ. ლოკდაუნის ან თუნდაც პოტენციური კარანტინის დაწესება, მოგზაურობის აკრძალვა,” - თქვა აზიის წყნარი ოკეანის კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციის საზოგადოების პრეზიდენტმა, პროფესორმა ტამბიამ.
საჰაერო მონიტორინგის სისტემას, გარდა იმისა, რომ შეუძლია დაადგინოს იმყოფებოდა, თუ არა კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი მოცემულ დახურულ სივრცეში, ის, ასევე განსაზღვრავს SARS-CoV-2-ის რნმ-ისა და ინფექციის რისკის დონეს.
მსგავსი მოწყობილობების გონივრულად განთავსება დახურულ სივრცეში სხვადასხვა ადგილასაა შესაძლებელი. მათი გამოყენება მასობრივი ანტივირუსული სკრინინგის დამატებითი საშუალება გახდება, განსაკუთრებით, საავადმყოფოებში, მოხუცთა თავშესაფრებში, რესტორნებში ან მასობრივი შეკრების სხვა ადგილებში.
0
0