17/02/2023
15:50
მედიცინა
სინგაპურის გარემოს ეროვნულ სააგენტოში (NEA), მეცნიერები დენგეს ვირუსის შესაჩერებლად ათობით მილიონ კოღოს პლასტმასის ყუთებში ამრავლებენ და შემდგომში ბუნებაში უშვებენ.
NEA-ში გამრავლებული კოღოები Aedes aegypti-ის სახეობას მიეკუთვნება, რომელიც დენგეს ვირუსს ყველაზე აქტიურად ავრცელებს. ყოველ წელს, დენგეს ცხელებით 400 მილიონი ადამიანი ავადდება და აქედან 40 000 კვდება.
თუმცა NEA-ს არც ერთი კოღო არ არის დაავადების მატარებელი. ლაბორატორიაში კოღოებს ბაქტერიით სახელად ვოლბაქიათი მკურნალობენ. ლაბორატორიაში გამოჩეკილი კოღოები ბაქტერიას მომდევნო თაობებს გადასცემენ. ვოლბაქიის ვირუსით ნამკურნალები Aedes aegypti კოღოებს დენგეს ვირუსის ადამიანებზე გავრცელება აღარ შეუძლიათ. საინტერესო ისიცაა, რომ ვოლბაქია კოღოების ბუნებრვ გარემოში გამრავლებასაც უშლის ხელს. აღმოჩნდა, რომ როცა მამრი ლაბორატორიული კოღოები ველურ უბაქტერიო მდედრებთან ჯვარდებიან, მდედრები დებენ კვერცებს, რომლებიც არ იჩეკებიან.
სინგაპურში NEA-ს მეცნიერები ვოლბაქიის ბაქტერიის მატარებელ მამრ კოღოებს 2016 წლიდან ამრავლებენ და ათავისუფლებენ. 2019 წელს ყოველ კვირა 2 მილიონ მწერს უშვებდნენ. ეს რიცხვი 2022 წლამდე 5 მილიონამდე გაიზარდა.
იმ ადგილებში, სადაც კოღოებს უშვებენ, Aedes aegypti-ის სახეობის კოღოების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა და დენგეს ცხელების ეპიდემიაც ჩაწყნარდა.
უცნობი მიზეზების გამო, აღმოჩნდა, რომ როცა დედრი და მამრი კოღოები ორივე ვოლბაქიის მატარებლების არიან, ისინი წარმატებით მრავლდებიან და ცოცხალი შთამომავლი ჰყავთ. პოტენციური პრობლემის გადასაჭრელად, NEA-ს მკვლევრები ხელოვნური ინტელექტით მომუშავე პროგრამას იყენებენ, რომელიც მდედრ და მამრ კოღოებს ვოლბაქიის ბაქტერიით მკურნალობასა და ბუნებაში გაშვებამდე ანცალკევებს.
წყარო: Interesting Engineering
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0