04/03/2024
13:29
ეკონომიკა
ლიბერთი განაგრძობს საცალო მიმართულებით შეთავაზებებს და ამჯერად მომხმარებლებს მოთხოვნამდე ტიპის ანაბარზე განახლებულ პირობებს სთავაზობს.
შემნახველი ,,მეტი“ არის მარტივი და ყველაზე მოქნილი ანაბარი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია განათავსოს თანხა მისთვის სასურველი ნებისმიერი ვადით და მართოს მოქნილად შემდეგი პირობებით:
მაღალი საპროცენტო სარგებელი- წლიური 9% / ეფექტური 9.79% ლარში განთავსებულ ანაბარზე; თანხის შეტანა ან გამოტანა ნებისმიერ დროს; სარგებლის დარიცხვა ყოველთვიურად ხელუხლებელ ნაშთზე;
აღნიშნული ანაბრით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ლიბერთის არსებულ, ასევე ახალ მომხმარებელს, მათ შორის როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.
,,ლიბერთის მიზანია ადამიანებს მუდმივად შესთავაზოს მათ ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები და სერვისები.
ბოლო რამდენიმე წელია, განსაკუთრებით იზრდება და მუდმივად ვითარდება დეპოზიტების ბაზარი, შესაბამისად უფრო მოქნილი ხდება ბანკების შეთავაზებები. დღეისათვის, ყველაზე დიდი მოთხოვნა ისეთი ტიპის ანაბარზეა, რომელზეც მომხმარებელს განთავსებული თანხის გამოყენება, მისთვის სასურველ დროს მარტივად შეუძლია და ამასთან, მაღალ სარგებელსაც მიიღებს. ასეთი ანაბარია შემნახველი „მეტი“, რომელიც სპეციალურად ჩვენიანებისთვის შევქმენით.“ - ნათია გაფრინდაშვილი, ლიბერთის საოპერაციო პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024