12/07/2024
18:38
სპორტი
საქართველოს 7-ქალა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში წარმატებით ასპარეზობს. გუშინ ჩვენმა გოგონებმა ისრაელის ნაკრები (34:0) დაამარცხეს, დღეს კი შვეიცარია.
დღეს, 7-ქალამ რაგბი ევროპის ალაფის მეორე ეტაპზე შვეიცარიასაც მოუგო , ანგარიშით 38-05 💪🏼
მესამე თამაში კი საქართველოს დროით 19:50-ზე გაიმართება, სადაც ჩვენი მეტოქე უნგრეთი იქნება🔥
ცნობისთვის, ქართული შვიდ-ქალა ევროპის ალაფის მეორე, დასკვნით ეტაპზე თამაშობს.
პირველ ეტაპზე (ზაგრები, ხორვატია) მეორე ადგილის დაკავების შემდეგ გოგონებს 12-გუნდა ელიტაში ისტორიაში პირველად აღზევების კარგი შანსი აქვთ და ამისათვის ბუდაპეშტში იმავე შედეგის გამეორებაც ეყოფათ.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯაბა მალაღურაძემ 13-კაციან შემადგენლობაში ერთი იძულებითი ცვლილება განახორციელა. ზაგრებში მუხლი დაიზიანა გუნდის კაპიტანმა ნათია გავაშელიშვილმა და მის ნაცვლად უნგრეთში დებიუტანტი, ქუთაისის სარაგბო სკოლის აღზრდილი, 17 წლის კირა დანელია მიდის. ნათიას ნაცვლად ბუდაპეშტში გუნდს თეონა ჩიტაიშვილი კაპიტნობს.
0
0