04/10/2021
11:52
მსოფლიო
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა 3 ოქტომბერს, შვედეთის სამხრეთით მოხდა. ვილკსი მანქანაში პოლიციის ორ ოფიცერთან იმყოფებოდა, რომლებიც მას იცავდნენ. მათი მანქანა სატვირთოს შეეჯახა და ორივე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ვილკსის მცველებიც დაიღუპნენ, სატვირთოს მძღოლი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მხატვარი 75 წლის იყო.
პოლიციის ცნობით, ავარიის დეტალები ბოლომდე ცნობილი არ არის, თუმცა არ არსებობს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მესამე პირი მონაწილეობდა.
ვილკსი ცნობილი 2007 წელს გახდა, როცა შვედურმა გაზეთმა Nerikes Allehanda მისი კარიკატურა გამოაქვეყნა, რომელზეც მუჰამედი ძაღლის სხეულით იყო გამოსახული. პუბლიკაციამ მუსლიმების უკმაყოფილება გამოიწვია, ტერორისტულმა ორგანიზაცია „ალ-კაიდამ“ კი მხატვრის მკვლელობისთვის 100 ათასი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა. მასზე არაერთი თავდასხმა განხორციელდა. 2010 წლიდან ვილკსი პოლიციის მუდმივი დაცვის ქვეშ იმყოფებოდა.
0
0