30/06/2022
12:34
მსოფლიო
შვედეთსა და ფინეთში სამხედრო კონტიგენტისა და ინფრასტრუქტურის განთავსების შემთხვევაში, ჩვენ იძულებული ვიქნებით, ვუპასუხოთ სარკისებურად, – ამის შესახებ აგრესორი ქვეყნის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა ნატო-ს სამიტის შედეგების შესახებ საუბრისას განაცხადა. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია RIA Novosti წერს.
“რაც შეეხება შვედეთსა და ფინეთს, ჩვენ არ გვაქვს ისეთი პრობლემები შვედეთთან და ფინეთთან, რაც, სამწუხაროდ, გვაქვს უკრაინასთან. არაფერია, რასაც შეიძლებოდა ჩვენი შეშფოთება გამოეწვია ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით. უნდათ და კიბატონო. თუმცა ძალიან მკაფიო წარმოდგენა უნდა გვქონდეს – ადრე საფრთხე არ იყო, ახლა კი სამხედრო კონტიგენტისა და ინფრასტრუქტურის განთავსების შემთხვევაში, ჩვენ იძულებული ვიქნებით, ვუპასუხოთ სარკისებურად და ისეთივე საფრთხე შევქმნათ ტერიტორიებისთვის, საიდანაც ჩვენ გვექმნება საფრთხე”, – განაცხადა პუტინმა.
0
0