30/06/2022
21:13
მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთმა და ფინეთმა თურქეთისთვის მიცემული დაპირებები უნდა შეასრულონ, მათ შორის ოფიციალური სტოკჰოლმის დაპირება 73 „ტერორისტის“ ექსტრადირებაზე.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, სამმხრივი მემორანდუმის ხელმოწერა ტერორიზმის შესახებ ანკარას შეშფოთების აღიარება და თურქეთის დიპლომატიური გამარჯვებაა.
ერდოღანმა შვედეთსა და ფინეთს განუცხადა, რომ კვლავ შეუძლია დაბლოკოს მათი სწრაფვა ნატოში გაწევრიანებისკენ, თუ ისინი ანკარასთან ახალ შეთანხმებას არ განახორციელებენ.
„მთავარია დაპირებების შესრულება. უახლოეს პერიოდში ჩვენ დავაკვირდებით მემორანდუმის ელემენტების აღსრულებას და შესაბამისად გადავდგამთ ნაბიჯებს. ჯერ შვედეთმა და ფინეთმა უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, მაგრამ თუ არ შეასრულებენ, რა თქმა უნდა, [მათი ნატოში გაწევრიანების] რატიფიკაციის ჩვენს პარლამენტში გაგზავნა გამორიცხულია“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
0
0