შვედეთის მთავრობამ ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ
16/05/2022
19:33
მსოფლიო
A-
+A
შვედეთის მთავრობამ ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ. ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა.
„ჩვენ ვტოვებთ ერთ ეპოქას და გადავდივართ სხვა ეპოქაში. ჩვენ შევატყობინებთ ნატოს, რომ ალიანსის წევრობა გვსურს. შვედეთს საუკეთესოდ ნატო დაიცავს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა.
შვედეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპა, შვედეთი და შვედი ხალხი ახლა ახალ და საშიშ რეალობაში ცხოვრობენ.
თუმცა, მან აღნიშნა, რომ შვედეთს არ სურს ნატოს მუდმივი სამხედრო ბაზები ან ბირთვული იარაღი მის ტერიტორიაზე, თუ მისი წევრობა დამტკიცდება.
0
0
296
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%