14/03/2023
16:32
სამხედრო
შვედეთის პრემიერ-მინისტრის ულფ კრისტერსონის განცხადებით, შვედეთთან შედარებით, ფინეთის ნატოში გაწევრიანების ალბათობა "გაიზარდა".
„ბოლო კვირებში გამართული შეხვედრებისას ჩანდა, რომ ფინეთის ნატოში გაწევრიანების ალბათობა გაიზარდა. საქმე ის კი არ არის, გახდება თუ არა შვედეთი სამხედრო ალიანსის წევრი, არამედ ის, თუ როდის გახდება,“ - განაცხადა კრისტერსონმა დღეს სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე.
როგორც ცნობილია, ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი გასულ წელს გააკეთეს, მაგრამ მათი წინააღმდეგი თურქეთია, რომლის მტკიცებით, ორივე ქვეყანა ტერორისტული დაჯგუფებების წევრების თავშესაფარს წარმოადგენს. თურქეთმა, ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანებების პროცესზე მოლაპარაკებები ბრიუსელში გასულ კვირას განაახლეს.
თურქეთი, ფინეთზე მეტად შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, რასაც შვედეთის პრემიერ-მინისტრიც ადასტურებს.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024