01/12/2021
18:16
საზოგადოება
სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთი სილითა და ქვაღორღით დაფარა. სასეირნო ბილიკზე ამოყრილია დიდი რაოდენობის ქვიშა და ნატანი მასა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები.
„უხვი ნალექისა და ზღვაზე შტორმის შედეგად, ახალ ბულვარში დაზიანდა სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთი. 24 საათიან რეჟიმში იმუშავებენ მუნიციპალური სამსახურები, ადგილზეა, როგორც სანდასუფთავების, ასევე ბათუმის წყლის სპეცტექნიკა და თანამშრომლები. განვაგრძობთ მონიტორინგს ბულვარის ადმინისტრაციასთან ერთად. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება“, – აცხადებს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი.
მერიის ცნობით, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ბათუმის წყლის მობილური ჯგუფები. სანიაღვრე წყლების დროულად გადინების მიზნით, იწმინდება ზღვაში გამსვლელი არხები. საჭიროების შემთხვევაში, გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. პარალელურად ხორციელდება შტორმისგან დანაგვიანებული სანაპიროს დასუფთავება. სამუშაოებში ჩართულია სანდასუფთავების სამსახურის სპეცტექნიკაც.
0
0