01/11/2021
10:28
სამართალი
„სიტუაციის განეიტრალების მიზნით, პოლიციის თანამშრომლებმა, ასევე, გამოიძახეს პოლიციის დამატებითი მორიგე ჯგუფები.
სამართალდამცველები მხარეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებდნენ და სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, თუმცა მხარეები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოწოდებებს და განაგრძეს ერთმანეთთან ფიზიკური დაპირისპირება.
ასევე, ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი მხარე პოლიციის მიმართ გახდა აგრესიული. მათ სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული მოქალაქეები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტის დროს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პოლიციის
თანამშრომლებმაც.
დაპირისპირებაში მონაწილე როგორც მხარეების, ასევე, იმ პირთა იდენტიფიცირების მიზნით, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციის თანამშრომლებს, შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები
გრძელდება“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, თელავის რაიონულ სამმართველოში დაწყებული იქნა გამოძიება ყარაჯალარში მომხდარ მოქალაქეებს შორის ძალადობის ფაქტზე საქ. სსკ- ის 126-ე მუხლით, ხოლო პოლიციის თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის და დაუმორჩილებლობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024