შსს-მ თსუს მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები და ის ტრანსპორტი გაიყვანა, რომლითაც გზა იყო ჩახერგილი
19/11/2024
09:09
საზოგადოება
A-
+A
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან სამართალდამცველმა კარვები და ის ტრანსპორტი გაიყვანეს, რომლითაც აქციის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი ჰქონდათ ჩახერგილი.
მანქანები ტერიტორიიდან ევაკუატორების მეშვეობით გაჰყავთ. ადგილზე მუშაობს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.
პოლიციას აქციის დასაშლელად არანაირი სპეციალური საშუალება არ გამოუყენებია.
აქციის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან.
შეგახსენებთ, შსს-მ ჭავჭავაძის გამზირსა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს 15-წუთიანი დრო მისცა გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად
0
0
46
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%