01/10/2021
11:55
სამართალი
სარჯველაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი საკუთარ ამომრჩეველს ატყუებს.
„სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ გავრცელებულ ვიდეოებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის აქ იმყოფება. შსს-მ გააკეთა განცხადება, არც ერთი გამშვები პუნქტის მეშვეობით ის საქართველოში არ იმყოფება, ეს არის ოფიციალური ინფორმაცია და ამას შეგვიძლია ვენდოთ. თუ მწვანე გზებით და ტყე-ტყე იარა, არ ვიცი, ესეც კომიკურად გამოიყურება. უცნაურია, ეს ნამდვილად არ არის სასიამოვნო საყურებელი, როცა ყოფილი პრეზიდენტი ასეთი გზებით ცდილობს ავტორიტეტის განმტკიცებას საკუთარ ამომრჩეველში, საკუთარ ამომრჩევლებს რაღაცნაირად ამხნევებს ასეთი გზით. არ ერიდებიან არც ერთი მეთოდის გამოყენებას, რომ დომინანტური როლი შეინარჩუნონ ოპოზიციაში, ამხნევებენ საკუთარ ამომრჩეველს, რომელსაც თავადაც გული აქვთ გატეხილი და საფუძველი არ აქვთ დაიჯერონ მორიგი ჩამოსვლის დაპირება. შეიძლება გამოვიდეს, თქვას, რომ წავედი იმავე გზებით, იმიტომ, რომ არ იაქტიურეთ ან ა.შ,"- განაცხადა სარჯველაძემ.
0
0