28/09/2021
17:35
სამართალი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დღეს საქართველოს საჯარო დაწესებულებებში საჯარო ინფორმაციის პროაქტიური გამოქვეყნების პრაქტიკის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიური გამოქვეყნების მაჩვენებლები და ის ყველაზე მაღალი (100%)-იან მაჩვენებლით არის ასახული.
„2021 წელს, შესაბამისი სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დაცვით მხოლოდ 6 საჯარო დაწესებულებას (საქართველოს პარლამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭო, საფინანსო-ანალიტიკური სამსახური, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) ჰქონდა სრულყოფილად (100%-ით) გამოქვეყნებული ინფორმაცია.
მონიტორინგის შედეგების მიხედვით, საქართველოს ცენტრალური საჯარო დაწესებულებების (პარლამენტის აპარატი, მთავრობის ადმინისტრაცია, სამინისტროები) საჯარო ინფორმაციის პროაქტიური გამოქვეყნების მაჩვენებლები 31%-დან 100%-მდე მერყეობს. მათ შორის, ყველაზე მაღალი (100%) შედეგი, განვლილი წლის მსგავსად საქართველოს პარლამენტმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჩვენა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში, ვებგვერდზე პროაქტიურად გამოქვეყნებული ინფორმაცია, სრულად აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაწესებულ მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს ერთ-ერთ იშვიათ გამონაკლისს, რომელიც საჯარო ინფორმაციის გვერდზე დოკუმენტაციას აქვეყნებს როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენებზე.
გარდა ამისა, საჯარო ინფორმაციის პროაქტიური გამოქვეყნების რეიტინგის მიხედვით (2021 წლის აგვისტო-სექტემბრის მონიტორინგის შედეგები) შინაგან საქმეთა სამინისტრო 100%-იანი მაჩვენებელი აქვს. სამინისტროებს დაქვემდებარებულ უწყებებს შორის ინფორმაციის პროაქტიურად ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი ყველაზე მეტად სსიპ დაცვის პოლიციამ (+ 45%) და სსიპ 112-მა (+44%) გააუმჯობესეს.
IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში საჯარო ინფორმაციის პროაქტიური ხელმისაწვდომობის შეფასება 2021 წლის სექტემბრის მდგომარეობით და მოცემულია ინფორმაციის პროაქტიური ხელმისაწვდომობის ტენდენციები განვლილ წლებთან შედარებით. ანგარიში მოიცავს ასევე საჯარო დაწესებულებათა პროაქტიური გამჭვირვალობის რეიტინგებს. საჯარო ინფორმაციის პროაქტიური გამოქვეყნება საქართველოს მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში აღებულ ვალდებულებათა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.
0
0