05/10/2021
11:39
სამართალი
აღნიშნული ინიციატივის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება მიმდინარე წლის 2 ივლისს გამოიცა, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თადარიგის პოლიციელის მოწმობა სპეციალური დიზაინის პლასტიკური ბარათია, რომელიც სამინისტროს იმ ყოფილ 10 000-მდე თანამშრომელს გადაეცემა, რომელთაც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დანიშნული აქვთ სახელმწიფო კომპენსაცია.
შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივის, თადარიგის პოლიციელებზე სპეციალური მოწმობის გაცემის მიზანია უწყების ყოფილი თანამშრომლების მიერ გაწეული საქმიანობის მნიშვნელობის ხაზგასმა.
თადარიგის პოლიციელის მოწმობის მისაღებად ყოფილ თანამშრომლებს უკვე შეუძლიათ განცხადებით მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ შს სამინისტროდან დათხოვნილ პირს, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დანიშნული აქვს სახელმწიფო კომპენსაცია.
0
0