29/10/2024
15:00
მსოფლიო
პოლონელი კომპოზიტორის, ფრიდერიკ შოპენის, ახალი მუსიკალური ნაწარმოები დაწერიდან თითქმის 200 წლის შემდეგ, ნიუ-იორკში, მორგანის ბიბლიოთეკის სარდაფში აღმოაჩინეს.
აქამდე უცნობი ვალსის იშვიათი ნოტები, რომელიც 1830-1835 წლებით თარიღდება, კურატორმა რობინსონ მაკკლელანმა აღმოაჩინა, როდესაც ის ახალ კოლექციებს აწყობდა. შემდეგ მაკკლელანმა წამყვან ექსპერტთან პარტიტურის ავთენტურობის შესამოწმებლად იმუშავა. ხელნაწერზე შოპენის ხელმოწერა არ ჩანს, თუმცა ის კომპოზიტორის ბანის გასაღებს მოიცავს. ვალსის რიტმსა და ნოტაციაში მცირე შეცდომებია, თუმცა, როგორც მაკლელანმა თქვა, ის დარწმუნებულია, რომ ნოტების ავტორი შოპენია.
”ეს ხელნაწერი შოპენს ეკუთვნის, ეს მისი ხელწერაა. 98%-ით დარწმუნებული ვარ და ბევრი ადამიანი, ვისაც მისი მუსიკა მოუსმენია, უკვე იგრძნობს, რომ ეს შოპენის მელოდიაა. მუსიკის ატიპიური ასპექტები, მღელვარე დასაწყისი - ცოტა გასაკვირია, მაგრამ მისთვის არადამახასიათებელი არ არის,” - განუცხადა მაკკლელანმა BBC-ს.
შოპენი, 39 წლის ასაკში, საფრანგეთში, 1849 წელს გარდაიცვალა. ესპანელი მკვლევარების აზრით, ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში, მას ჰალუცინაციები აწუხებდა და, სავარაუდოდ, ეპილეფსია ჰქონდა.
0
0