შოლცმა უკრაინაში რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოყენებას სახიფათო ესკალაცია უწოდა
22/11/2024
16:02
მსოფლიო
A-
+A
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთს შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიის დაბომბვას ბალისტიკური კონტინენტთაშორისი რაკეტით სახიფათო ესკალაცია უწოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც შოლცმა აღნიშნა, ბოლოდროინდელი ესკალაცია ნათლად აჩვენებს, თუ რა სახიფათოა ეს ომი. პოლიტიკურ ღონისძიებაზე საუბრისას შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია, მაგრამ ბერლინი არ გაუგზავნის კიევს Taurus-ის ტიპის ფრთოსან რაკეტებს.
შოლცის თქმით, ნატოსა და რუსეთს შორის დაპირისპირება თავიდან უნდა იქნას აცილებული.
ცნობისთვის, რუსეთმა გუშინ პირველად გამოიყენა ბალისტიკური კონტინენტთაშორისი რაკეტა. მან უკრაინის ქალაქ დნიპროში მდებარე „იუჟმაშის“ სამხედრო საწარმო დაბომბა.
0
0
57
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%