29/12/2021
14:36
პოლიტიკა
კობახიძის თქმით, როდესაც პატიმარს კვლავ სურს იქ დარჩენა, სადაც არ ეკუთვნის, ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა, რომელიც სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას. ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიდგომა დაეფუძნება თანასწორობის პრინციპს.
„მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ იყოს დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი, უნდა, რომ იყოს უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე სხვა პატიმრები. ეს არის ჩვეულებრივი დისკრიმინაცია და უთანასწორო მოპყრობა, მაგრამ ეს ასე არ უნდა იყოს. ბუნებრივია, ნებისმიერ პატიმარს უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე მოპყრობა სახელმწიფოს მხრიდან და არავინ უნდა იყოს განსაკუთრებულად პრივილეგირებული. როდესაც არსებობს კონკრეტული დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. რეფიდინგი, ანუ შიმშილობის შემდგომი მკურნალობა დასრულდა ორი კვირის წინ და პატიმარს კვლავ სურს დარჩეს იქ, სადაც მას არ ეკუთვნის ყოფნა, ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა და ეს არ უნდა დაუშვას სახელმწიფომ. სახელმწიფოს მიდგომა იქნება ისეთი, რომელიც დაეფუძნება თანასწორობის პრინციპს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024