11/10/2024
17:31
საზოგადოება
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი, ევროპარლამენტარების მიერ მიღებუოლ რეზოლუციას გამოეხმაურა და მას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დოკუმენტი უწოდა:
"მინდა გამოვეხმაურო ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას,რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.მათი ეს განცხადება კიდევ ერთხელ ცხად-ჰყოფს და ნათლად წარმოაჩენს,რომ დღევანდელ ევროპარლამენტს მართავს ნეოლიბერალურ-გლობალისტური კასტა,რომელიც დაშორებულია ღმერთს და საერთო არაფერი გააჩნია ჭეშმარიტ ევროპულ-ქრისტიანულ ცივილიზაციასთან.ეს არის ძალა,რომელიც თავისი ანტიქრისტიანული ქმედებებით უხეშად ერევა და ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს ისეთ სახელმწიფოებზე,რომლებიც მათ დიქტატს არ ემორჩილებიან.
“მორჩილებაი ჯერ არს ღვთისა უფროის,ვიდრე კაცთაი.” - ამ სიტყვებში და სწავლებაშია ჩვენი ერის ხსნა და გადარჩენა.დღეს,როდესაც ასე დაუფარავად ილაშქრებენ ღვთისა და ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების წინააღმდეგ,მაშინ ისღა დაგვრჩენია,რომ მათ წინ აღვუდგეთ და ვინც ასე არ იქცევა ვერ იტყვის,რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი და ამ ქვეყნის შვილია.ის პოლიტიკოსები,ვინც ენის მოჩლექვით საუბრობენ და მზად არიან ხელისუფლებაში მოსვლის სანაცვლოდ გარედან თავს მოხვეული პოლიტიკა გაატარონ არიან შიდა გამცემნი და მოღალატენი.
“ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა,ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღვთისა ჩუენისათა ვხადოდით.იგინი შებრკოლდენ და დაეცნენ,ხოლო ჩუენ აღვსდექით და აღვემართენით.”" - წერს მეუფე გიორგი, ეპისკოპოსი მარნეულისა და ჰუჯაბის.
0
0