04/01/2022
13:46
პოლიტიკა
„კიდევ არაერთხელ მინდა საჯაროდ მოვუწოდე რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ზურაბ მოდებაძეს, რომ მოგვცეს შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილთან პირადი კომუნიკაციის. ისეთი კომუნიკაციის, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არ მოისმინოს რაზე ვსაუბრობთ. ადვოკატს აქვს უფლება ჰქონდეს დახურული კომუნიკაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფთან.
ჩვენ შემთხვევაში სპეციალურად ბარიერი ამოგვიშენეს შეხვედრების ოთახში და მიზეზად კოვიდპანდემია დაასახელეს. ეს ბარიერი არის ბადისგან დამზადებული და როგორ წარმოგიდგენიათ ბადემ შეაკავოს კოვიდი. ეს ბარიერი სპეციალურად შეიმუშავეს, რომ არ გვქონდეს ნორმალური კომუნიკაცია, რაც ცალსახად არის კანონდარღვევა და ამაზე პასუხისმგებლობა ზურაბ მოდებაძეს ეკისრება", - განაცხადა საძაგლიშვილმა.
როგორც ადვოკატმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ექიმები იყოს დაშვებული, როგორც პირადი ექიმი, ასევე კონსილიუმის წევრები, რადგან "ცხადია რომ მასზე კვლავ აღინიშნება არადამინური მოპყრობის და წამების კვალი, რისი მსხვერპლიც გახდა სააკაშვილი ხელისუფლების მხრიდან".
საძაგლიშვილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორი გამოძიებას ეფექტიანად აწარმოებდა და ამის გამო "ვნახეთ სამ დღეში გაუქმებული ინსტიტუცია".
"ეს იყო ხელისუფლების გზავნილი, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც აირჩევს კანონისადმი მორჩილებას ივანიშვილის მორჩილების ნაცვალად, დაისჯება ზუსტად ამ ფორმით რა ფორმითაც დაისაჯა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური", -განაცხადა საძაგლიშვილმა.
0
0