10/11/2024
16:37
მსოფლიო
Shenzhen EngineAI Robotics-მა თავისი პირველი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა. SE01 უახლესი ტექნოლოგიითა შექმნილი და კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმაზე, თუ რამხელა პოტენციალი აქვს რობოტიკას.
SE01-ის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელი მისი ნერვული ქსელის სისტემაა. ამით შემქმნელები რობოტიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას უპირისპირდებიან, სურთ რობოტმა უფრო ბუნებრივად, ადამიანის მსგავსად იმოძრაოს.
ახალი ჰუმანოიდი რობოტის ნაბიჯები სწრაფი და გლუვია, რაც ადამიანის მოძრაობას გვაგონებს.
ინჟინრების თქმით, ეს რობოტიკის სფეროში სრულიად ახალ შესაძლებლობებს აჩენს.
რობოტი აღჭურვილია NVIDIA-ისა და Intel-ის ორმაგი პროცესორებით, ასევე მაღალი სიზუსტის სტერეო კამერების სამი კომპლექტით. მთლიანობაში ეს SE01-ის მოწინავე ვიზუალურ ნერვულ ქსელს უზრუნველყოფს. ეს რობოტს საშუალებას აძლევს დაამუშაოს ვიზუალური მონაცემები რეალურ დროში.
EngineAI-მ ალუმინის სპეციალური შენადნობი გამოიყენა, რაც რობოტს მკვრივ და მსუბუქ სხეულს აძლევს.
EngineAI Robotics-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჟაო ტონგიანგმა აღნიშნა, რომ მათი მიზანი რობოტიკის ბაზრის გაფართოება და რობოტების უფრო "გაადამიანურებაა".
კომპანიის მიზანი, 2025 წლისთვის 1000-ზე მეტი ასეთი რობოტის წარმოებაში ჩაშვებაა.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024