09/10/2024
10:22
მსოფლიო
აშშ-ის მიჩიგანის შტატში, ქალაქ პონტიაკში, პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელმაც მეზობელი დანით სასიკვდილოდ დაჭრა, შემდეგ კი მისი ცოლი და ქალიშვილი გააუპატიურა. Fox 2 Detroit-ის ცნობით, 50 წლის ტიმოთი ერნესტ ლეგარდი მეზობელთან სახლში იმ დროს მივიდა, როდესაც ის თავის ქალიშვილს სკოლაში წასასვლელად ამზადებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლეგარდმა დანით დაჭრა მსხვერპლი, შემდეგ მამაკაცის ცოლს და ქალიშვილს თავს დაესხა.
მოგვიანებით, მოკლული მამაკაცის ოჯახის წევრებმა პოლიციას ინციდენტის შესახებ შეატყობინეს. მოგვიანებით, პოლიციამ მამაკაცი საკუთარ სახლთან მისასვლელ გზაზე გარდაცვლილი იპოვა. მას გულ-მკერდის არეში ჭრილობები აღენიშნებოდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ლეგარდი შემთხვევის ადგილის სიახლოვეს დააკავეს.
მკვლელობის მოტივი არ სახელდება. ამჟამად, ლეგარდი, სასამართლო პროცესის მოლოდინში, საპყრობილეში იმყოფება.
0
0