01/08/2024
12:29
ტურიზმი
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის განცხადებით, სწორი პოლიტიკის შედეგია ის, რომ 2024 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა და ახალ ნიშნულს მიაღწია, კერძოდ, წლევანდელი წლის ორ კვარტალში შემოსავლებმა 1.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს +30.4%-ით (442 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2023 წლის მონაცემებს +5.2%-ით (94 მლნ. აშშ. დოლარით).
„ორი კვარტლის მონაცემებით შემოსავლების ნაწილში რეკორდულ მაჩვენებლებს მივაღწიეთ, ეს არის სწორი პოლიტიკის შედეგი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიებს რეგულარულად ახორციელებს, როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და ინდოეთში. ჩვენ უკვე ჩინეთის ტურისტულ ბაზარზეც დავიწყეთ მუშაობა. შემოსავლების გაზრდაზე დიდი გავლენა მოახდინა ფრენების სიხშირეების დამატებამ. მთლიანობაში სწორი პოლიტიკითა და დივერსიფიკაციით ძალიან კარგ მაჩვენებელს მივაღწიეთ“,- განაცხადა მაია ომიაძემ.
0
0