06/10/2021
14:05
სამართალი
მან ასევე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებული ღია წერილი, სადაც საუბარია სხვადასხვა ვერსიაზე, თუ რა ამოძრავებდა მიხეილ სააკაშვილს, როდესაც საქართველოში ჩამოსვლა დაგეგმა.
როგორც საძაგლიშვილი ამბობს, აღნიშნული განცხადება სამარცხვინოა.
„დღეს ჩვენ ვნახეთ ივანიშვილის მოურავის სამარცხვინო საჯარო განცხადება, სადაც ის საუბრობს ვითომ სააკაშვილის ვაჟკაცობაზე და რელევანტურობასთან დაკავშირებით აყენებს კითხვის ნიშნებს. რომელ ვაჟკაცობაზე ვსაუბრობთ, როცა ადამიანი ჩამოვიდა შეგნებულად. ჩვენ გვახსოვს განცხადებები, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ გაბედავდა საქართველოში ჩამოსვლას. ასევე ვნახეთ მისი დაკავების კადრები, რის გამოც ნამდვილად მადლობა ეკუთვნის შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ჩათვალეს, თითქოსდა ამ ვიდეოთი მოხდებოდა სააკაშვილის დისკრედიტაცია, არადა, პირიქით, ვნახეთ, რა ამაყად და მედგრად ხვდება სააკაშვილი მის დაკავებას. მიხეილ სააკაშვილი მზად იყო, მან უარი თქვა უკრაინაში კომფორტულ ცხოვრებაზე“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.
„მიხეილ სააკაშვილს ჩამოართვეს სატელეფონო ზარების უფლება, მიუხედავად ჩვენი წერილობითი მოთხოვნებისა, არ ნიშნავენ სასამართლო პროცესებს. მიხეილ სააკაშვილს მისცენ შესაძლებლობა, მიიღოს სასამართლო პროცესზე მონაწილეობა და იქ გამოჩნდება მისი მდგომარეობა. თუკი სააკაშვილი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, მაშინ პირიქით, უნდა მისცენ მას საშუალება და საზოგადოებამ თავად ნახოს და გადაწყვიტოს. ცხადია, ეს არის ტყუილი, მტკნარი სიცრუე და ჭორაობა საზოგადოებაში მცდარი აზრის დანერგვის მიზნით. ჩვენ ვნახეთ მისი დაკავების ვიდეოკადრები. ყოველდღიურად გვაქვს მასთან კომუნიკაცია ციხეში და შემიძლია დადასტურებით, ცალსახად გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან ძალიან მტკიცედ, ძალიან მხნედ და ვერც კი წარმომიდგენია, ღარიბაშვილის ციხეში ყოფნამ რანაირად შეიძლება, მიხეილ სააკაშვილი გატეხოს“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
0
0