10/07/2023
09:11
სპორტი
გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმარი სფფ-ის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი გახლდათ, რომელმაც ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე და საქართველოს ნაკრების ასპარეზობაზე ისაუბრა. ვეტერანმა ფეხბურთელმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძეზეც გააკეთა.
მოგეხსენებათ, ამ ფეხბურთელების ახალგაზრდულ ნაკრებში არყოფნამ, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მუჯირის თქმით, არსებობს გარემოებები, რომლებზეც თავად ვერ ისაუბრებს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები ამ გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებენ. არის დატვირთული სეზონი, შემდეგ სანაკრებო პაუზა.
ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, ხვიჩა და გიორგი რომ გვყოლოდა, მეოთხედფინალს მოვიგებდით, ან შეიძლება ჯგუფიდან ვერ გავსულიყავით... ამაზე საუბარი რთულია. ძალიან ბევრი გარემოებებია, რომელზეც ჩემგან საუბარი არ იქნება სწორი, თუმცა მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც ჩვენი ნაკრების ღირსებას იცავს. მადლობა იმ გულშემატკივრებს, რომლებიც მათ ამხნევებენ", - განაცხადა დავით მუჯირმა.
0
0