01/07/2023
00:45
სპორტი
ზურიკო დავითაშვილმა ისრაელთან ევრო 2023-ის მოახლოებულ მეოთხედფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალ ფურცელს ჩაწერს.
„ნიდერლანდებთან ძალიან ემოციური მატჩი იყო, მაგრამ ეს უკვე წარსულია და უნდა ვკონცენტრირდეთ მეოთხედფინალზე. ისრაელი ძალიან კარგი ნაკრებია, ვნახეთ მათი თამაშები.
ვიცით მათი სუსტი წერტილები, პლუსებიც აქვთ, მაგრამ, ჩემი აზრით, შეგვიძლია ეს ბარიერი დავძლიოთ და კიდევ უფრო დიდი ისტორია დავწეროთ – გავიდეთ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში და მოვიპოვოთ ოლიმპიადის საგზური“, – ამბობს ზურიკო დავითაშვილი.
ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები A ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და ევრო 2023-ის მეოთხედფინალში C ჯგუფის მეორეადგილოსანს, ისრაელს 1 ივლისს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაუპირისპირდება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
0
0