24/02/2022
10:15
მსოფლიო
“ამ მძიმე წუთებში ჩვენი ფიქრები უკრაინასთანაა, უდანაშაულო ქალებთან, კაცებთან და ბავშვებთან, რომლებიც ამ არაპროვოცირებულ თავდასხმას აწყდებიან და ეშინიათ მათი სიცოცხლისთვის. ჩვენ კრემლის პასუხისმგებლობას დავაყენებთ”, — წერს მიშელი.
პუტინმა უკრაინაზე თავდასხმა დაიწყო, რასაც თავად სპეციალურ “სამხედრო ოპერაციას” უწოდებს და მიზეზად ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტი ლიდერების “დახმარების თხოვნას” ასახელებს. ის ამტკიცებს, თითქოს ეს “ოპერაცია” არის თავდაცვა მათგან, ვინც “უკრაინა ტყვედ აიყვანა”. ტრადიციულ პროპაგანდისტულ მოტივებზე პუტინი იმეორებს, რომ არ აპირებს უკრაინის ოკუპაციას და უკრაინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას უჭერს მხარს.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის, ანტონ გონჩარენკოს განცხადებით, განხორციელდა სარაკეტო დარტყმები სამხედრო ადმინისტრაციის ცენტრებზე, აეროდრომებზე, სამხედრო საცავებზე, კიევთან, ხარკოვთან, დნეპერთან. მისივე თქმით, ხდება საზღვრის საარტილერიო დაბომბვა.
უკრაინის სააგრეო საქმეთა მინისტრი, დმიტრი კულება აცხადებს, რომ რუსეთმა მათ წიანაღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და მშვიდობიანი ქალაქები იბომბება. მისი თქმით, უკრაინა თავს დაიცავს და მსოფლიომ პუტინი ახლავე უნდა შეაჩეროს.
0
0