29/09/2021
12:37
პოლიტიკა
„მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლომ უკვე ორ საქმეზე გამოიტანა განაჩენი. კერძოდ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მას მისჯილი აქვს 3 წელი, ხოლო ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მისჯილი აქვს 6 წელი. გარდა ამისა, ორი საქმე - 8 მილიონის გაფლანგვის და „ტელეიმედის“ საქმეები სასამართლო განხილვის პროცესშია. იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში არ არის ადამიანების ჯგუფი, რომელსაც ექნება კითხვები სანდრო გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის საქმეებზე გამოტანილი განაჩენების აღსრულებასთან დაკავშირებით. ეს განაჩენები ეყრდნობა არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებებს, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებსაც. იქ პირდაპირ არის საუბარი სააკაშვილის ბრალეულობაზე და, რაც მთავარია, ეს განაჩენები ეყრდნობა საქართველოს მოსახლეობის სამართლიანობის განწყობასაც. მე არ მგონია, რომ რომელიმე საერთაშორისო პარტნიორს ექნება სურვილი, ჩაერიოს მკვლელობისა და ცემის საქმეზე სასჯელმისჯილი ადამიანის საპატიმროდან დახსნის საკითხში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს ბრუნდება.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024