შალვა პაპუაშვილი: „ქართული ოცნების“ რეიტინგი მზარდია, იმიტომ რომ ჩვენ ვაწარმოებთ წინასაარჩევნო კამპანიას
29/09/2021
12:41
პოლიტიკა
A-
+A
ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს პროგრამა, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის თქმით, მმართველი გუნდი მოსახლეობას ესაუბრა და მათ მიერ წამოჭრილი პრობლემები პარტიის პროგრამაში ხვდება, რითაც „ოცნების“ მზარდი რეიტინგია განპირობებული.
„ქართული ოცნების“ რეიტინგი რა თქმა უნდა მზარდია, იმიტომ რომ ჩვენ ვაწარმოებთ წინასაარჩევნო კამპანიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ოპონენტები დღემდე არ აწარმოებენ არანაირ კამპანიას. მათი ერთადერთი კამპანია არის დეზინფორმაციის, ზიზღის ენისა და სხვადასხვა მანიპულირებული კვლევის მედიაკამპანია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
„გორბის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 49,6% მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს, 25,9% კი „ნაცმოძრაობას“. თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძეს გამოკითხულთა 53,6%; ნიკა მელიას კი 27,7% აძლევს ხმას.
0
0
233476
სიახლეები
ყველა
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%