30/05/2023
11:19
სპორტი
გამოცემა Francebleu გამოეხმაურა „მეცის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის წარმატებას, რომელიც საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
„ლიგა 2-ის ბომბარდირმა გიორგი მიქაუტაძემ კვირას ფრანგული ფეხბურთის ტრადიციულ დაჯილდოებაზე, რომელსაც პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირი (UNFP Trophies) ატარებს, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო. ის მოუთმენლად ელის ლიგა 1-ში აღზევებას. სეზონის საუკეთესო ბომბარდირი (23 გოლით) „მეცის“ სასიკვდილო იარაღია და ლოგიკურია, რომ UNFP Trophies-ის გამოკითხვაში გაიმარჯვა. ქართველი თავდამსხმელი კვირას პარიზში ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა“, – წერს გამოცემა.
იმავეს ამბობს ფრანგი სპორტული ჟურნალისტი დენის ბალბირი, რომელიც M6-ში ერთა ლიგაზე საფრანგეთის ნაკრების მატჩების კომენტატორია.
„დაჯიდლოებაზე საუკეთესოდ ჟორჟ მიქაუტაძე აღიარეს და არა „სენტ ეტიენის“ თავდამსხმელი ჟან-ფილიპ კრასო. ქართველის გოლებით „მეცი“ ლიგა 1-ში გადასვლის მთავარი კანდიდატი გახდა. ამაში სკანდალური არაფერია. მან ფაქტობრივად მოიგო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულისთვის ბრძოლა. რა თქმა უნდა, მიმდინარე სეზონში შესანიშნავი პერიოდები კრასოსაც ჰქონდა, მაგრამ სეზონს მისი გუნდი ცხრილის შუა ადგილებზე ასრულებს“, – აცხადებს დენის ბალბირი.
0
0