სერგეი ლავროვის ქალიშვილს ბრიტანეთში ბინას ჩამოართმევენ და საბანკო ანგარიშს გაუყინავენ - მედია
25/03/2022
11:15
მსოფლიო
A-
+A
სერგეი ლავროვის ქალიშვილს ბრიტანეთში ბინას ჩამოართმევენ და საბანკო ანგარიშს გაუყინავენ. აღნიშნულ ინფორმაციას UNIAN-ი ავრცელებს.
უკრაინული გამოცემის თანახმად, პოლინა პოლიაკოვა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო სანქცირებულ პირთა სიაში ბრიტანეთის ხელისუფლებამ შეიყვანა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ მას ასევე გაუუქმდება ბრიტანეთში ბინადრობის უფლება.
„ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ლონდონში მას 4.4 მილიონი ფუნტის ღირებულების ბინას ჩამოართმევენ და საბანკო ანგარიშს გაუყინავენ. მას ასევე გაუუქმდება ბრიტანეთში ბინადრობის უფლება. როგორც ამბობენ, სახალინის კუნძულზე ბევრი თავისუფალი უძრავი ქონებაა“, - დაწერა ერმაკმა.
0
0
451
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%