23/02/2022
15:49
საზოგადოება
მისი განმარტებით, აპარატის წევრების მიმართ, ბოლო პერიოდში, ხორციელდება ზეწოლა, რაც მისთვის მიუღებელია და ტოვებს დაკავებულ თანამდებობას. აპარატის უკვე ყოფილ უფროსს არ განუმარტავს, ვისგან არის ეს ზეწოლა და რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.
რამდენიმე წუთში, საკრებულოს სხდომა განახლდება, სადაც საკრებულოს თავმჯდომარეს აირჩევენ. სხდომაზე თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი ირაკლი კაჭარავაა წარმოდგენილი, რომელიც გახარიას პარტიამ წარადგინა.
დღევანდელ სხდომას მხოლოდ 17 წევრი ესწრება. სხდომაზე არ გამოცხადდა „ქართული ოცნების“ არცერთი წევრი.
მმართველმა გუნდმა სხდომის დაწყებამდე სპეციალური ბრიფინგი გამართა. პარტიას სასამართლოს მიმართავს და ითხოვს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 9 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებას.
მმართველი გუნდი 9 თებერვლის სხდომას არალეგიტიმურს უწოდებს და აცხადებს, რომ ყველა პროცედურა კანონის უხეში დარღვევით ჩატარდა.
0
0