სემეკ-ის სხდომაზე ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დატოვეს
29/12/2021
14:29
საზოგადოება
A-
+A
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ-ი) რიგით 56-ე საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. მათ შორის, იმსჯელა ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ. სამომხმარებლო ტარიფები არ გაზრდილა და უცვლელი დარჩა.
ტარიფების გადახედვა წარმოადგენდა პროცედურულ საკითხს. შესაბამისად, ტარიფები უცვლელი დარჩა ელექტრომიმიწოდებელი კომპანიებისთვის – „ეპ ჯორჯია მიწოდებისა“ და „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისთვის“ (თელმიკო).
პირველად დადგინდა სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისთვის“ ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის მომსახურების საფასური.
ასევე, კომისიამ ამავე სხდომაზე დაადგინა ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის მომსახურების ტარიფი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“. თუმცა, აღნიშნულმა გავლენა არ იქონია ელექტროენერგიის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფზე.
0
0
369
სიახლეები
ყველა
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%