08/04/2024
17:03
ეკონომიკა
სები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გამორჩეული სახელმწიფო ინსტიტუტია, რომელიც წარმატებით ახერხებს ქვეყანაში წამყვანი საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
აბაშიშვილის განმარტებით, სებმა ბოლო პერიოდში რეზერვების მართვის მიმართულებით ზედმიწევნით სწორი პოლიტიკა გაატარა.
„საერთაშორისო რეზერვებში ოქროს დამატება ეროვნული ბანკის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გამორჩეული სახელმწიფო ინსტიტუტია, რომელიც ყოველთვის ძალიან დიდი წარმატებით ახერხებს ქვეყანაში წამყვანი საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას და განხორციელებას“, - აღნიშნავს გიორგი აბაშიშვილი.
მისივე თქმით, სებმა რეზერვების მართვის მიმართულებით ბოლო პერიოდში ზედმიწევნით სწორი და მაღალკვალიფიციური პოლიტიკა გაატარა.
„სებმა უზრუნველყო რეზერვების სწორი მართვა და დაგროვება ინფლაციის სწორი მართვის, ვალუტის კურსის სტაბილურობისა და გამყარების და მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში. ცხადია, აქ ჩნდებოდა კითხვა რეზერვების დივერსიფიცირების მონეტარული ოქროს საშუალებით. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდგომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად უსაფრთხოა პოტენციური ეკონომიკური, ფინანსური და სხვა საგარეო შოკებიდან გამომდინარე“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
0
0