17/11/2021
15:16
სხვადასხვა
„ბოდიშს ვიხდი, ალბათ არაა სასაცილო, რადგან ბევრი ისეთი ადამიანი უყურებს ტელევიზორს, ვინც დარწმუნებულია:" - რადგან ტელევიზორში გამოყავთ ჰალსტუხიანი ასაკიანი კაცები და იძახიან მაგისტრანტები ვართ, ესა ვართ, ისა ვართ(??!), ე.ი. ჭკუა ეკითხებათ!" ამიტომ შეიძლება მოტყუვდეს, ან ეჭვში მაინც ჩავარდეს დაიჯეროს მათი ნაბჟუტურალი - რომ პანდემია და არავითარი კოვიდ-19 არ არსებობს, საქართველო არის მსოფლიო ექსპერიმენტის პოლიგონი (ვითომ სხვა ქვეყანაში არაა პანდემია!! გამყრელიძეს მასონები მართავენ, ცერცვაძეს მეგაფარმკომპანიები, ხოლო პაატა იმნაძე უფრო პენტაგონზე მუშაობს და უშუალოდ ვიღაც ვებერის დაქვემდებარებაშია და ცხადია ის კრიშავს!!... ცოტა კი მეწყინა, მე რომ არავისგან არ ვიმართები - ალბათ მასონურ ლოჟაში იმდენად დაბალ საფეხურზე ვდგავარ, რომ ამ ორი დიდი გონების ინტერესთა სფეროში ვერ მოვხვდი..
.... კარგი, ამათი ამბავი სრულიად გასაგებია...ძალიან ბევრი დრო მორჩათ, სამწუხაროდ და გონებრივმა ხელცქვიტობამ, ფანტაზიებში ძალიან შორს წასვლა იცის.. ზოგჯერ ისე შორს წასვლაც, რომ გაიხედავ და რაღაც უცნაირი ხალათი გაცვია, რომელსაც თავად ვერ იხდი, სანიტრის გარეშე...
მათთან არანაირი კითხვა არა მაქვს უკვე 25 წელია, რაც ექიმურ პრაქტიკას ჩამოვშორდი! მაგრამ საზოგადოებრივ ტელევიზიას საერთოდ არ ჰყავს პატრონი??! ან დირექტორი, ან ბორდი?! მსოფლიოს არცერთ კუნჭულში, ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებშიც კი აკრძალულია ასეთი ფსიქიკის მქონე ხალხის გამოყვანა ანტივაქსერული მოწოდებებით და თქვენ, საზოგადოებრივი ტელევიზია, მთელი საზოგადოების ძალისხმევას - ოდნავ მაინც წაიწიოს ჩვენი მოქალაქეების თვითშეგნება - ასე ერთი ხელის მოსმით წყალს ატანთ?? სხვა ვერაფერი ნახეთ გადასაცემი ეთერის შესავსებად?? ანახეთ ისევ ინდური ფილმები და პალესტინური სერიალები - ამით უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებთ ქვეყანას!!
P.S. ანუ ახლა, ამ წუთას, სამ მეგობარს რომ ვუთხარი უარი ოჯახის წევრის დახმარებაზე, რის გამოც ერთი სიკვდილი გავათავე და მანამდე ჩემს დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, ქალბატონ Lia ს და Tata -ს გული გავუწყალე ამ შუა ღამეს- "ეგებ ხვალამდე მაინც გავაჩეროთ"-თქვა, მომეჩვენა?? დაავადებულები არ არიან და ისე, ტყუილად უნდათ კლინიკაში დაწოლა? ან ამდენი შესანიშნავი ადამიანი რომ გაგვიფრინდა ამ ოხერი დაავადებით სულ ცოტა დროში?.. ეეჰ ნეტაი თქვენ...“
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024