04/10/2021
14:26
სამართალი
მისივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მიხეილ სააკაშვილის საზღვარზე უკანონო შემოყვანის ფაქტზეც დაიწყო და ამ ეტაპზე მტკიცებულებების მოპოვება მიმდინარეობს. მისი თქმით, ელგუჯა ცომაიამ იცოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ძებნილი იყო, თუმცა სამართალდამცავ უწყებებს არ შეატყობინა.
„ელგუჯა ცომაიას წაყენებული აქვს ბრალი 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვას. სასამართლოს მიმართა ბრალდების მხარემ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ არსებობს ამის საკმარისი საფუძველი. ასევე, დაწყებულია გამოძიება 344-ე მუხლით, რაც გულისხმობთ მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას. მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვება და არ არის გამორიცხული ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას დაუმძიმდეს ბრალი ამ კუთხით.
ელგუჯა ცომაიას მიმართ გამოიხატა აქტიური ხელშეწყობა ძებნილი მსჯავრდებულის სათანადო პირობების შექმნაში. იცოდა, რომ სააკაშვილი იყო ძებნილი და მიუხედავად აღნიშნულისა, არ შეატყობინა სამართალდამცველებს. აბსოლუტურად არასწორია ადვოკატების ინტერპრეტაცია, როდესაც ამბობენ, რომ დანაშაულის დაფარვა იგულისხმება და არა დამნაშავის დაფარვა. ყველა იურისტმა იცის, რომ დანაშაულის დაფარვაში ასევე მოიაზრება ძებნილისთვის სათანადო პირობების შექმნა”, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
0
0