25/02/2022
17:13
კონფლიქტები
„მშვიდობიან მოსახლეობას ეშინია შემდგომი ესკალაციის; ბევრი სახლიდან გაქცევას ცდილობს, სხვები კი, შეძლებისდაგვარად, აფარებენ თავს“, - თქვა შამდასანმა და დასძინა, რომ „რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოქმედებები უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს; საფრთხეში აყენებს უთვალავი ადამიანის სიცოცხლეს და ეს ოპერაცია დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს."
მისი თქმით, გაეროს უმაღლესმა კომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სახელმწიფოები, რომლებიც ვერ იღებენ ყველა გონივრულ ზომას საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გზით გადასაწყვეტად, ვერ ასრულებენ ადამიანის სიცოცხლის უფლების დასაცავად აღებულ თავიანთ ვალდებულებებს“.
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის წარმომადგენლის განცხადებით, ის ასევე "შეშფოთებულია რუსეთში დემონსტრანტების მრავალგზის თვითნებური დაკავებებით, რომლებიც გუშინ უკრაინასთან ომს აპროტესტებდნენ. ჩვენ ვიცით, რომ დააკავეს 1,800-ზე მეტი დემონსტრანტი. გაურკვეველია, გაათავისუფლეს თუ არა რომელიმე მათგანი", - თქვა შამდასანმა.
შამდასანმა დასძინა, რომ გამოხატვის თავისუფლების ან მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის გამო ადამიანების დაკავება წარმოადგენს თავისუფლების თვითნებურ აღკვეთას და დემონსტრანტები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.
0
0
მიშა მაგარია! - მდინარაძე
27/11/2024