29/04/2024
10:55
ეკონომიკა
სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო უმუშევრობის ხანგრძლივვადიანი, 12-წლიანი შემცირებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია. 2012 წელს კი უმუშევრობის 12-წლიანი მატებით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ საქართველო მსოფლიოს იმ ქვეყნების ათეულშია (მეცხრე ადგილზე), სადაც ბოლო თორმეტი წლის მანძილზე 2024 წლისთვის ყველაზე მეტი პროცენტული პუნქტით შემცირდება უმუშევრობა. ფონდის შეფასებით, 12 წლის მანძილზე ანუ 2012 წელთან შედარებით უმუშევრობა საქართველოში 11 პროცენტული პუნქტით მცირდება და 2024 წელს უმუშევრობის დონე 15,7%-ს გაუტოლდება. სავალუტო ფონდის შეფასებით ჩვენს საუკუნეში საქართველოში უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი იყო 2010, 2011 და 2012 წლებში დაახლოებით 27%-ის დონეზე.
აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით ჩვენ საუკუნეში 2012 წლამდე პერიოდში უმუშევრობა მსოფლიოში ყველაზე მეტი პროცენტული პუნქტით საქართველოში გაიზარდა. უმუშევრობის მატებამ იმ 12 წლიან პერიოდში 16 პროცენტულ პუნქტს გადააჭარბა.
0
0