19/12/2022
13:09
ტურიზმი
სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზნით, საქართველოს 7 რეგიონში, წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 227 კმ-ის სიგრძის 28 საფეხმავლო ბილიკი მონიშნა და ინფრასტრუქტურა მოაწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
აჭარაში, გურიაში, სამეგრელო -ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში 610 მიმართულების მანიშნებელი დაფა, 292 მიმართულების მანიშნებელი ბოძი და 44 საინფორმაციო დაფა დამონტაჟდა. 12 მუნიციპალიტეტში საფეხმავლო ბილიკები ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დაგეგმა და მოაწყო.
მონიშნული ბილიკები მოლაშქრეებს საშუალებას აძლევს გზის აუცდენლად იმოგზაურონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ბილიკები ძირითად მარტივი და საშუალო სირთულისაა, რაც ლაშქრობის მსურველებს უადვილებს მოინახულონ მთები, ტბები, ხეობები, ჩანჩქერები და ისტორიული ძეგლები.
ღვინის მასპინძელი ობიექტისათვის ქვეყნის მასშტაბით 7 რეგიონში 29 ახალი საპროექტო დოკუმენტაცია შემუშავდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფეხმავლო ბილიკებს ყოველწლიურად ნიშნავს. პროექტის მიზანია ერთიანი საფეხმავლო ბილიკების ქსელის განვითარება და ერთმანეთთან დაკავშირდება.
0
0