19/11/2024
10:07
სამართალი
სასამართლოზე მიბრძანდება და იქ დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ოპერატორი ან ჟურნალისტი, თუ კანონს არღვევს, ხელშეუხებელია?- ასე უპასუხა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ გოგა მემანიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რა მიზეზით დააკავეს „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე.
როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის, „მთავარი არხის“ ოპერატორი პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაშია გადაყვანილი.
„თუ არღვევდა კანონს - დააკავებდნენ, როგორც სხვა მოქალაქეს. რას იღებდა არ ვიცი, არ შევსწრებივარ მის დაკავებას. სერგი ბარამიძეს განუმარტავდა პატრულ-ინსპექტორი დაკავების არსს. სასამართლოზე მიბრძანდება და იქ დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ოპერატორი ან ჟურნალისტი, თუ კანონს არღვევს ხელშეუხებელია? თვითონ დაკავებულს განემარტებოდა დაკავების არსი, თუ უდანაშაულოდ ცნობს თავს სასამართლოში [იტყვის]“, - განაცხადა გოგა მემანიშვილმა „მთავარ არხთან“.
მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებულთა შორის ერთ-ერთი „მთავარი არხის“ ოპერატორი, სერგი ბარამიძეა.
0
0