15/11/2024
12:05
სპორტი
ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი, „ოსიეკას“ მეკარე ნიკოლა ჩავლინა ამბობს, რომ გუნდში კარგად აქვთ გააზრებული, რა სირთულეებს შეიძლება წააწყდნენ ევრო 2025-ის პლეი ოფის მატჩში საქართველოს 21-წლამდელთა გუნდთან.
„საქართველოს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, ისინი შემთხვევით პლეი ოფში ვერ გავიდოდნენ. თუმცა ჩვენ მათი თამაში გავაანალიზეთ და კარგად მოვემზადეთ. ქართველებს აქვთ ბევრი პლუსი, მაგრამ ასევე აქვთ მინუსები.
ვეცდებით, მათი შეცდომები გამოვიყენოთ, ვიპოვოთ შეტევისთვის სივრცეები, მწვრთნელის დავალებები შევასრულოთ და რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დავუშვათ, მეტოქეს კი რაც შეიძლება ნაკლები შანსი მივცეთ.
ეს ის გუნდია, რომელიც ბევრს არ აგებს, მაგრამ ბევრსაც ვერ იგებს, ამიტომ შეცდომები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ და ჩვენი შანსებით ვისარგებლოთ. ვფიქრობ, საბოლოოდ ჩვენი კლასი თავისას გაიტანს“, – ამბობს ჩავლინა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2025-ის პლეი ოფში ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრებს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15 ნოემბერს უმასპინძლებს, საპასუხო შეხვედრა კი 19 ნოემბერს, რიეკას ცენტრალურ სტადიონზე, „რუევიცაზე“ გაიმართება. საქართველო-ხორვატიის მატჩის ტელერეპორტაჟს 19:00 საათზე საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
0
0