06/09/2024
18:59
სპორტი
საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის ახალი გათამაშების პირველი ტურის შეხვედრამდე ჩეხეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„საქართველოსთან მატჩისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ. ჩვენი მიზანია, ფეხბურთელები მაქსიმალურად კონცენტრირებულები იყვნენ – ასეთ შემთხვევაში შედეგს აუცილებლად მივაღწევთ.
რაც შეეხება მოედნის მდგომარეობას, მას ვარჯიშის დროს შევაფასებ. იმედია, რომ საფარი კარგ მდგომარეობაში იქნება და ამინდიც შეხვედრაზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს.
რაც შეეხება ქართველ გულშემატკივარს, მას ძალიან ვაფასებ. ევროპის ჩემპიონატზეც გამოჩნდა, თუ როგორი ქომაგობა შეგიძლიათ. თუმცა ხვალინდელი მატჩის შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, მომენტების რეალიზებას როგორ შევძლებთ და ჩემი ფეხბურთელბი დავალებებს როგორ შეასრულებენ“, – ამბობს ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
სექტემბრის სანაკრებო პაუზაზე საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, „მიხეილ მესხზე“ ჩეხეთს უმასპინძლებს, ხოლო 10 სექტემბერს, ტირანაში ალბანეთს ესტუმრება. ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
0
0