03/01/2022
11:41
საზოგადოება
დასავლეთ საქართველოშიც ზოგიერთ რაიონში თოვლჭყაპი, ზოგან კი წვიმაა მოსალოდნელი, მათ შორის ძლიერიც. ტემპერატურა -1 დან +12 გრადუსამდე იქნება. იქროლებს დასავლეთის ქარი 17-22მ/წმ სიჩქარით. შედარებით გამოიდარებს 6 იანვარს და ტემპერატურა 0 +17 გრადუსი იქნება.რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებს, აქ თოვლია მოსალოდნელი, მათ შორის ზოგიერთ ადგილზე ძლიერიც.
ჩრდილო-დასავლეთის ძლიერი ქარია მოსალოდნელი დედაქალაქში. თბილისში 3-4 იანვარი უნალექოდ ჩაივლის, წვიმაა მოსალოდნელი 5 იანვრის ღამეს. მცირე ყინვები იქნება 4 და 6 იანვრის ღამით. ტემპერატურა ამ დღეებში -1 დან +11 გრადუსამდე შუალედში იქნება.
meteo.gov.ge-ის თანახმად დღეს თოვლია მოსალოდნელი აბასთუმანში, ახალციხეში, ბახმაროში, გორში, ცხინვალში, ბორჯომში, მესტიაში, საირმეში, შოვში, ბაკურიანში, ცაგერსა და ჭიათურაში. თოვლთან ერთად ქარბუქსაც ელოდებიან გუდაურში და სტეფანწმინდაში.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024