20/09/2021
11:25
COVID-19
საქართველოში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 534 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 12 503 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 912, „პისიარ“ ტესტით – 5 591.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,29%, ბოლო 14 დღის – 7,14%, ბოლო 7 დღის – 6,91%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 595 926 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 563 530 გამოჯანმრთელდა, 8 575 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 655 040 აცრა, დღიურად აცრილია 7 720.
კარანტინის რეჟიმშია 39, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 445 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 036 პირი.
ამასთან, 19 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 954 პაციენტი, გარდაიცვალა 43 ადამიანი.
0
0