04/01/2022
10:52
საზოგადოება
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 955 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 67 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 39 315 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 302, „პისიარ“ ტესტით – 13 013.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,13%, ბოლო 14 დღის – 5,67%, ბოლო შვიდი დღის – 6,26%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 942 173 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 904 903 გამოჯანმრთელდა, 14 009 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 520 230 აცრა, დღიურად აცრილია 4 520.
კარანტინის რეჟიმშია 48, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 394 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 892 პირი.
ამასთან, 3 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 789 პაციენტი, გარდაიცვალა 37.
0
0