20/01/2022
14:48
საზოგადოება
„ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს მომხმარებელს და ვითვალისწინებთ მათი უმრავლესობის დამოკიდებულებას. მიუხედავად იმის, რომ ჩიპებს აღარ შემოვიტანთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მას არავითარი კავშირი არ გააჩნია რელიგიასთან და ეს თანამედრივე ტექნოლოგია მხოლოდ კომფორტსა და უსაფრთხოებას ემსახურება! მარტო ის რად ღირს, როდესაც დედამიწაზე ყოველდღიურად მხოლოდ ავტოავარიით საშუალოდ 4100 ადამიანი, ხოლო ყოველწლოურად 1.5 მილიონი იღუპება და ამ ადამიანებს, რომ ჩიპი ჰქონოდათ ჩამონტაჟებული, მინიმუმ 30-40% გადარჩებოდა, რადგან უსწრაფესად მიიღებდა სამედიცინო პერსონალი ინფორმაციას პაციენტის სისხლის ჯგუფის, წნევის, ტემპერატურის, გულისცემის, ყველა წარსულში ჩატარებული სამედიცინო პროცედურის, ალერგიაზე და სხვა. უამრავ ისეთ ინფორმაციაზე, რა ინფორმაციის მომენტალურად ფლობასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სიცოცხლისათვის.
მოკლედ ასეა თუ ისე ჩვენ უარი განვაცხადეთ აღნიშნული ტექნოლოგიის საქართველოში შემოტანაზე“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც iPlus ავრცელებს.
0
0